„ბაიერნმა“ კანადელ ვუნდერკინდთან კონტრაქტი გააგრძელა
„ბაიერნმა“ კანადელ ვუნდერკინდთან კონტრაქტი გააგრძელა

მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის 19 წლის მარცხენა მცველთან და გარემარბთან ალფონსო დევისთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა. ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

კანადელი ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონის რიგებში 2018 წელს, „ვანკუვერ უაიტკეპსიდან“ გადავიდა. მას შემდეგ, დევისმა „ბაიერნის“ პირველ გუნდში 35 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

2020 წლის თებერვალში, ჩრდილოამერიკელი „ბაიერნის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„ბედნიერი ვარ! „ბაიერნი“ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში, მე ვოცნებობდი აქ თამაშზე. მინდა კლუბთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება. გამარჯვებულის სული – „ბაიერნის“ დნმ-შია“, – თქვა დევისმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.