მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასის 1/16 ფინალში გავიდა. გერმანიის ჩემპიონმა სტუმრად 12:0 გაანადგურა „ბრემერი“.
„ბაიერნის“ რიგებში პოკერი შეასრულა ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგმა. დუბლი მიითვალა ჯამალ მუსიალამ. თითო გოლი გაიტანეს მალიკ ტილმანმა, ლეროი სანემ, მიკაელ კუიზანსმა, ბუნო სარმა და კორენტენ ტოლისომ.
1965 წლიდან მოყოლებული, როცა „ბაიერნი“ ბუნდესლიგას შეუერთდა, ეს მიუნხენელთა მეორე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა. რეკორდი 1997 წელს დამყარდა, როცა ასევე სათასო მატჩში „ვალდბერგი“ განადგურდა 16:1.
უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ზაფხულში „ბაიერნმა“ ამხანაგურ მატჩში 23:0 მოუგო „როტაჰ-ეგერნს“.