„ბაიერნმა“ გამოაცხადა, რომ ლევანდოვსკი მომავალ სეზონშიც მიუნხენში ითამაშებს #1TVSPORT
„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი არ დატოვებს მიუნხენურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. ამის შესახებ განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა.
„გავყიდოთ ლევანდოვსკი, თუ „ბარსელონა“ შემოგვთავაზებს 40-50 მილიონ ევროს? არა. დარჩება თუ არა ის გუნდში? დიახ. მას კონტრაქტი აქვს 2023 წლის ზაფხულამდე“, – მოჰყავს სალიჰამიჯიჩის სიტყვები Sky90-ს.
მიმდინარე სეზონში 33 წლის პოლონელმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 48 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.