მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი მატეის დე ლიგტი იძულებულია ოთხი-ექვსი კვირა გამოტოვოს მუხლის ტრავმის გამო, – წერს გერმანული გაზეთი Bild-ი.
24 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დაზიანება გერმანიის თასის 1/16-ფინალის მატჩში მიიღო, რომელშიც „ბაიერნმა“ მესამე ბუნდესლიგის ბინადარ „ზაარბრუკენთან“ წააგო (1:2).
მიმდინარე სეზონში დე ლიგტმა ბავარიულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.