„ბაიერნმა“ ახალი მწვრთნელი გვარდიოლასთან საუბრის შემდეგ აირჩია #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალ მთავარ მწვრთნელად ვენსან კომპანის დანიშვნა „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებლის, პეპ გვარდიოლას რეკომენდაციის შემდეგ გადაწყვიტა, – წერს ინტერნეტგამოცემა The Athletic-ი.
წყარის ცნობით, მიუნხენის გუნდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ გვარდიოლას აზრით და ესპანელმა სპეციალისტმა აღფრთოვანებით ილაპარაკა თავის ყოფილ ფეხბურთელზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანის ვინსან კომპანის „ბარნლიმ“ დატოვა პრემიერლიგიდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი გამოირჩეოდა ბურთის ფლობით, გამუდმებული პრესინგით და საკუთარი თამაშის წესით.
მიუხედავად იმისა, უნდა ითქვას, რომ საბოლოო არჩევანის გაკეთებისას „ბაიერნის“ მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა ტაქტიკა და სათამაშო სქემები, მიუნხენური კლუბის დღევანდელ შემადგენლობასთან კომპანის სტილის შესაბამისობამ საბოლოოდ გაუფანტა ეჭვები „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ბელგიელი სპეციალისტის მიმართ. გერმანულ კლუბში ასევე მიაჩნიათ, რომ კომპანის განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს.
38 წლის ვენსან კომპანიმ 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი „ბაიერნთან“. „ბარნლიმ“ მის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 12 მილიონი ევრო მიიღო.