მიუნხენის “ბაიერნში” დღეს ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც 200 მაყურებელი დაესწრო.
ორმხრივი თამაშის დროს, გუნდის მცველმა მატს ჰუმელსმა და ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ იჩხუბეს. ისინი ერთ გუნდში ირიცხებოდნენ. როგორც გაზეთი Bild წერს, გაშვებული გოლის შემდეგ, პოლონელმა ჰუმელსი დაადანაშაულა.
„მატს, მუდმივად კარგავ ბურთს, რამდენჯერ შეიძლება?!” – გაცხარდა ლევანდოვსკი.
“ხმა ჩაიწყვიტე!” – უპასუხა ჰუმელსმა. ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს
ფეხბურთელების ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება ვარჯიშებზე დაშვებული შეცდომების მიმართ. “ბაიერნამდე” ლევანდოვსკი და ჰუმელსი ერთად “დორტმუნდში” თამაშობდნენ .