„ბაიერნის“ მწვრთნელობის კანდიდატი ჩაბი ალონსო გახდა
„ბაიერნის“ მწვრთნელობის კანდიდატი ჩაბი ალონსო გახდა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ახალი კანდიდატი გაჩნდა. როგორც გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ იტყობინება, გერმანიის ჩემპიონის გაწვრთნის შანსი  ესპანელ ჩაბი ალონსოს გაუჩნდა, რომელსაც უთამაშია ბავარიელთა რიგებში.

მოვლენათა ამგვარ განვითარებას კომენტარი გაუკეთა „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„მე მას ვხედავ „ბაიერნში“. ჯერ კიდევ მოთამაშის ამპლუაში, ის მოიაზრებდა საკუთარ თავს მწვრთნელის რანგში. ის ძალიან კარგი სტრატეგია და გამართულად ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე. მომავალი მას ეკუთვნის“, – განაცხადა რუმენიგემ.

ასევე წერენ, რომ თუ მიუნხენური გრანდი  „აიაქსის“ ამჟამინდელ მწვრთნელთან ერიკ თენ ჰაგთან შეთანხმებას ვერ მოახერხებს, მაშინ ჩაბი ალონსო უახლოეს მომავალში „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

დღეისთვის, ალონსო ესპანეთში მუშაობს და „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდს წვრთნის.