მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღნიშნა, რომ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა. მან დაადასტურა, რომ იუპ ჰაინკესი ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს პოსტს.
„ჰაინკესი ივნისის ბოლო წავა, რადგან მან ასე გადაწყვიტა. ახალ მწვრთნელს „ბაიერნი“ აპრილის ბოლოს წარადგენს. ეს არ იქნება თომას ტუხელი, რომელმაც უკვე გააფორმა კონტრაქტი სხვა კლუბთან“, – მოჰყავს რუმენიგეს სიტყვები Sky Sports-ს.