მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გამოაცხადა, რომ კლუბი ნახევარმცველებისთვის – ფრანკ რიბერისთვის და არიენ რობენისთვის, გამოსათხოვარი მატჩის ორგანიზებას აპირებს.
ცნობილია, რომ ამ სეზონის შემდეგ, ვეტერანებთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდება. ჰოლანდიელმა თავად გადაწყვიტა გუნდიდან წასვლა, ფრანგს „ბაიერნში“ დარჩენა სურს , მაგრამ მიუნხენელები მასთან გამოთხოვებას აპირებენ.
„ვაპირებთ მათთვის ერთობლივი გამოსათხოვარი მატჩი მოვაწყოთ, – მოჰყავს „სპორტ 1“-ს (Sport1) ჰიონესის სიტყვები. – რიბერიმ, შესაძლოა, არ მიიღოს ეს, რადგან მას „ბაიერნში“ იქამდე სურს დარჩენა, სანამ სიარული შეუძლია. მოგვიანებით რიბერი მიუნხენში იცხოვრებს და ჩვენ ვიპოვნით მისთვის სამუშაოს, რომელიც მის დამსახურებების შესაფერისი იქნება.“
რიბერი „ბაიერნში“ 2007 წლიდან თამაშობს, რობენი კი მადრიდის „რეალიდან“ 2009 წლის აგვისტოში გადავიდა .