„ბაიერნი“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ნახევარფინალში დაბრუნდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„ბაიერნი“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ნახევარფინალში დაბრუნდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* თომას ტუხელი პირველი გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მიაღწია. ადრე მან ეს „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად შეძლო.

* ტუხელმა ბოლო ხუთ წელიწადში სამი სხვადასხვა კლუბი გაიყვანა ნახევარფინალში. ყველაზე მეტი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს ჰყოლია – 4: „პორტუ“, „ჩელსი“, „ინტერი“ და „რეალი“.

* 2020 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ არის არცერთი ინგლისური კლუბი. მაშინ ტურნირი „ბაიერნმა“ მოიგო.

* მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 58-ე „მშრალი“ მატჩი ჩაატარა და იკერ კასილიასის რეკორდი გააუმჯობესა.

* „არსენალი“, ზედიზედ სამი მატჩია, ვერ იგებს.

* „ბაიერნი“ 2020 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.

* ბოლო 10 წელიწადში „ბაიერნი“ მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

* „ბაიერნმა“ მეხუთედ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან „არსენალი“. ეს გუნდები 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ამ ტურნირზე: გერმანელებმა 8-ჯერ მოიგეს, სამჯერ წააგეს და სამი მატჩი ფრედ დასრულდა.

 

ბაიერნი-არსენალი 1:0 (2:2)

გოლი: 1:0 კიმიხი (64)

ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, დაიერი, დე ლიგტი, მაზრაუი (76. კიმი), ლაიმერი, გორეტცკა, სანე (89. უპამეკანო), მუსიალა, გერეირო, კეინი.

არსენალი: დავიდ რაია, უაიტი, გაბრიელი, სალიბა, ტომიასუ (86. ნკეტია), ედეგორი, ჟორჟინიო (68. გაბრიელ ჟესუსი), რაისი, საკა, მარტინელი (68. ტროსარი), ჰავერტცი.