მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესს გამოთქვამს „ნორვიჩის“ მცველ მაქს აარონსის მიმართ.
იტყობინებიან, რომ გერმანიის ჩემპიონი ეძებს დუბლიორს ბენჟამენ პავარისთვის. მიუნხენელები მზად არიან, 20 წლის ინგლისელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.
აღნიშნავენ, რომ აარონსით ასევე „ლევერკუზენია“ დაინტერესებული.
ამ სეზონში აარონსმა „ნორვიჩის“ რიგებში 40 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ნორვიჩმა“ 21 ქულით მე-20 ადგილი დაიკავა და დატოვა პრემიერლიგა.