„ბაიერნი“ მზად არის გორეტცკას, გნაბრისა და კომანის გასაყიდად #1TVSPORT
„ბაიერნი“ მზად არის გორეტცკას, გნაბრისა და კომანის გასაყიდად #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულისთვის მუშაობს არა მხოლოდ გუნდის გაძლიერებაზე, არამედ შემადგენლობის წმენდაზეც.

გერმანელი ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ბუნდესლიგის ლიდერი მზად არის 2025 წლის ზაფხულში გამოეთხოვოს ლეონ გორეტცკას, სერჟ გნაბრისა და კინგსლი კომანს. კლუბი განიხილავს ამ ფეხბურთელების გაყიდვას, თუ მიიღებს სარფიან შეთავაზებებს.

ასევე იწერება იმის შესახებ, რომ ძალიან მალე „ბაიერნი“ კონტრაქტებს გააგრძელებს მცველ დაიოტ უპამეკანოსთან და ნახევარმცველ იოზუა კიმიხთან.