„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მთლიანად დარწმუნებულია „აინტრახტისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის რანდალ კოლო მუანის შესაძლებლობებში – ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მიუნხენური კლუბის მთავარი სამიზნე იქნება, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა Sport 1.
„ბაიერნს“ კოლო მუანისთვის კონკურენცია მოუწევს „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ლივერპულთან“ და „პარი სენ-ჟერმენთან“, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი არიან ფეხბურთელით. „ბაიერნის“ უპირატესობა იმაშია, რომ კოლო მუანი კომფორტულად გრძნობს თავს ბუნდესლიგაში და ურჩევნია მიუნხენში გადასვლა.
„ბაიერნს“ ჯერ არ დაუწყია მოლაპარაკებები „აინტრახტთან“ და ახალწვეულებზე კონცენტრაციას სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს.