„ბაიერნი“ მანუელ ნოიერის მემკვიდრეზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT
„ბაიერნი“ მანუელ ნოიერის მემკვიდრეზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ აგრძელებს თავისი ლეგენდარული მეკარის მანუელ ნოიერის მემკვიდრის ძიებას.

როგორც გაზეთი Bild წერს, ბუნდესლიგის ლიდერი დაინტერესებულია „ბრაიტონის“ მეკარით ბარტ ვერბრიუგენით და ზიონ სუძუკით „პარმადან“.

38 წლის ნოიერის კონტრაქტი „ბაიერნთან“ ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ გერმანელი მიუნხენურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.