მიუნხენური გრანდი „სევილიას“ მცველით, დიეგო კარლოსით დაინტერესდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელის შეძენას გეგმავს, – იუწყება sueddeutsche.
გერმანიის ჩემპიონ გუნდში ბრაზილიელ ფეხბურთელს ბოატენგას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელსაც „ბაიერნთან“ კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება.
„სევილიას“ შემადგენლობაში დიეგო კარლოსმა მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და ბრაზილიელმა მცველმა ორი გოლის გატანა მოახერხა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიეგო კარლოსის შეძენა „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლასაც სურს.