„ბაიერნი“ და ლევანდოვსკი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ
„ბაიერნი“ და ლევანდოვსკი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

მიუნხენის „ბაიერნმა“ შეათანხმა ახალი კონტრაქტის პირობები ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთან. როგორც „სკაი სპორტ ჯერმანი“ (Sky Sports Germany) წერს, ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ახალი კონტრაქტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ ხელმოწერილი არ არის. 30 წლის ფეხბურთელი კვლავაც შვებულებაშია და მხარეებს დასაზუსტებელი რჩებათ გარკვეული დეტალები.

ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში ის ხუთჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო გერმანიის თასი.

გასულ სეზონზე პოლონელმა 47 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შესრულა.