„ბაიერნი“ ახლოს არის ჰარი კეინის გაფორმებასთან #1TVSPORT
„ბაიერნი“ ახლოს არის ჰარი კეინის გაფორმებასთან #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ უახლოვდება „ტოტენჰემის“ ფორვარდის, ჰარი კეინის ტრანსფერს, – ამტკიცებს გაზეთი Daily Mail-ი.

ორშაბათს გერმანიის ჩემპიონის ხელმძღვანელობა შეხვდება ლონდონური კლუბის პრეზიდენტს, დანიელ ლევის. „ბაიერნში“ დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს დღეებში დახურავენ კეინის ტრანსფერს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ჯერ არ შეუთანხმებიათ ტრანსფერის თანხა.

ელოდებიან, რომ „ბაიერნი“ კეინის სანაცვლოდ 87 მილიონ ევროს შესთავაზებს, მაშინ როცა „ტოტენჰემი“ იმედოვნებს ფორვარდის სანაცვლოდ 105 მილიონი ევროს მიღებას. მიუნხენელებს ეს თანხა გადამეტებულად ეჩვენებათ იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც 30 წელს არის გადაცილებული და ერთი წლის შემდეგ უმთავრდება კონტრაქტი.