ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მეექვსე დაღუპული ხანდაზმული ქალია, რომელიც ოჯახის მეზობელი იყო.

მანამდე მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე ორსული ქალის და მისი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედრები იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი მიტოვებულ სახლში გაჩნდა, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული.

დაღუპულთა ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.