ბაღდათში ხანძარს ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა [ვიდეო]

ბაღდათში საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლს ამ წუთებში ექვსი სახანძრო ჯგუფი აქრობს.

მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის ინფორმაციით, სახლში სავარაუდოდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ცხედარი იპოვეს. მათ შორის ოთხი ბავშვია.

ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.