ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან, სარაკეტო იერიში განხორციელდა
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან, სარაკეტო იერიში განხორციელდა.
„ალ არაბიას“ ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის სამიზნე ამერიკელი სამხედროების ავიაბაზა გახდა, რომელიც ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზეა განთავსებული.
ეს არის ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე განხორციელებული მეორე თავდასხმა ბოლო 10 დღის განმავლობაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.
ამერიკელ სამხედროებსა და დიპლომატებზე განხორციელებულ მსგავს თავდასხმებზე ვაშინგტონი ძირითადად ირანთან დაკავშირებულ ერაყულ დაჯგუფებებს სდებს ბრალს.
მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.