ბადრი ჯაფარიძე – ხმა მივეცი ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას
ხმა მივეცი ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნები იმისთვის, რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა, რათა დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ ყველა მოქალაქეს, ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებ, დღეს აუცილებლად ხმა მისცეს მისი ქვეყნის, მისი ოჯახების მომავალს და იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა კრიზისს, ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ მე ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.