ბაჩო დოლიძე - სააკაშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ხვალ არის ჩვენი ჯერი, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე
ბაჩო დოლიძე - სააკაშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ხვალ არის ჩვენი ჯერი, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე

სააკაშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ფარდა ჩამოხადა იმ სისტემას, რომელიც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის სრულიად ჩამოშლილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძემ საზოგადოებას ხვალინდელ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ მუშაობს. ხვალ არის ჩვენი ჯერი, აბსოლუტურად ყველანი უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, 120 პროცენტით იქნება ჩვენი ამომრჩეველი მობილიზებული ხვალინდელი დღისთვის. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ხვალ „ქართული ოცნება“ გადაინაცვლებს ოპოზიციაში და ჩვენ შევძლებთ კოალიციურად, მრავალპარტიულად ამ ქვეყნის მართვას“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.