ბაჩო დოლიძე - ხელისუფლება ეცდება, გადავიდეს დისკრედიტაციაზე, ამისთვის უფრო ვარ მზად, ვიდრე იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს არასამთავრობოების წარდგენილ სახალხო დამცველის კანდიდატურებს
არასამრთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენილი სამივე კანდიდატის მიმართებით ძალიან დადებითად შემიძლია ვისაუბრო, ახლა ჯერი უკვე პარლამენტზეა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, შერჩევისას მთავარი კრიტერიუმია, რომ კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს ინსტიტუტის დამოუკიდებლობა.
ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხულ ხელისუფლება დისკრედიტაციაზე წავიდეს.
„ჩვენ ეს პროცესი ვანდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი მხრიდან უნდა ყოფილიყო შერჩეული კანდიდატი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატის მიმართ მე ძალიან დადებითად შემიძლია ვისაუბრო. ახლა ჯერი უკვე პარლამენტზეა. მთავარი კრიტერიუმი ზოგადად არის, რომ კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის ის უწყება, რომელიც ყოველთვის პრობლემას უქმნიდა, ისინი ცდილობდნენ მის დამორჩილებას. თავიდანვე მახსოვს, კობახიძე რომ გამოვიდა და თქვა, ოპიზიციის მხრიდან იყოს წარდგენილიო კანდიდატი, თუმცა მისაღები უნდა იყოს მთავრობისთვისო, აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება, როდესაც რადიკალური განსხვავებაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ასე, რომ ყველაფერი არის მოსალოდნელი ხელისუფლების მხრიდან, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ გადავიდეს შეურაცხყოფაზე, დისკრედიტაციაზე, ეს საერთოდ არ არის გამორიცხული, თუკი შევაფასებთ მათ პოლიტიკურ ეთიკას. ასე, რომ ამისთვის უფრო ვარ მზად, ვიდრე იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატურებს, რომელიც არასამთავრობო სექტორმა წამოაყენა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს.