აზიის კონფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები გამოაცხადა
აზიის საფეხბურთო კონფედერაციამ დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებიც პრეტენდენტები არიან აზიის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.
კანდიდატები არიან: ირანის ნაკრებისა და „ზენიტის“ ფორვარდი სერდარ აზმუნი, იაპონიის ნაკრებისა და „აინტრახტის“ მცველი მაკოტო ჰასებე და სამხრეთ კორეისა და „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰეონ-მინ სონი.
გამარჯვებული 2 დეკემბერს, ჰონგ კონგში დაგეგმილ საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდება. გასულ წელს, კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ჰეონ-მინ სონი. კორეელისთვის ეს მესამე აღიარება იყო. ადრე ეს პრიზი მან 2015 და 2017 წლებში მოიგო.