აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსისგან რვა ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში პაციენტების რეკორდული რაოდენობა გამოჯანმრთელდა, კლინიკები 645-მა ადამიანმა დატოვა.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 27 133 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 349 ადამიანი. აზერბაიჯანში ვირუსისგან 17 805 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის, ქვეყნის საავადმყოფოებში 8 334 პაციენტი მკურნალობს.