აზერბაიჯანში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 283 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 51 149 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 41 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 688 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 768-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი