აზერბაიჯანში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 86 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 35 559 შემთხვევა. აქედან, 33 190 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 521 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 848-ს შეადგენს.