აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 38 517 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 35 998 უკვე გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში ამ დროისთვის ​კორონავირუსული ინფექციის 1 953 აქტიური შემთხვევაა. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად აზერბაიჯანში 6 921 ტესტი გაკეთდა.