აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში ამ დროისთვის 1 648 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 40 309 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 593 ადამიანი.

დატოვე კომენტარი