აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანის მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 34 219 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსულ ინფექციას აზერბაიჯანში დღემდე 506 ადამიანი ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციისგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ისგან 31 875 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 838 აქტიური შემთხვევაა.