აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 503, გარდაიცვალა 13 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 503, გარდაიცვალა 13 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 503 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 227 391-ს შეადგენს. მათ შორის, 215 771 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აზერბაიჯანში ჯამში ვირუსმა 3 022 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტირება სულ 2 321 592 ადამიანს გაუკეთდა. მათგან კორონავირუსზე 3 399 ტესტი ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა.

დატოვე კომენტარი