აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი

18:21, 07.09.2020

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსული ინფექცია კიდევ 89 ადამიანს დაუდგინეს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა სამი ადამიანი, ხოლო ვირუსისგან განიკურნა 132 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

7 სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანში გამოვლენილია ინფიცირების სულ 37 418 შემთხვევა. 34 837 პაციენტი განიკურნა, 551 კი გარდაიცვალა.

ამჟამად აზერბაიჯანში მკურნალობას განაგრძობს 2030 პაციენტი.

მსგავსი