აზერბაიჯანში ადგილობრივი ონლაინმედიის ორ თანადამფუძნებელს, სამ ჟურნალისტსა და ოთხ აქტივისტს ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

01:23, 28.07.2026

აზერბაიჯანში ადგილობრივი ონლაინმედიის ორ თანადამფუძნებელს, სამ ჟურნალისტსა და ოთხ აქტივისტს ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

Toplum TV-ის დამფუძნებელს, აქიფ გურბანოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის კოლეგას, ალასგარ მამედლის – 14 წლით.

ყველა ბრალდებული წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

როგორც „როიტერი“ წერს, Toplum TV აზერბაიჯანში ერთ-ერთია იმ დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიდან, რომლებიც პოლიტიკასთან, კორუფციასთან, სოციალურ საკითხებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებს აშუქებს.

მსგავსი