აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 40 227 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 37 954 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 591 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 684-ს შეადგენს.