აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების 90-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია მათი კონტროლის ქვეშ მოექცა
აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების 90-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანარ ეივაზოვმა განაცხადა, რომ ალაფის სახით აზერბაიჯანის არმიის ხელში აღმოჩნდა მოწინააღმდეგის შვიდი საბრძოლო მანქანა, ერთი ტანკი, ოთხი ნაღმმტყორცნი და ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ბოლო პერსონალმა საბრძოლო პოზიცია დატოვა და აზერბაიჯანის ტექნიკური საშუალებების, ასევე სათვალთვალო აღჭურვილობის კონტროლით შექმნილია პირობები ამ პერსონალისთვის უკან დახევისა და საბრძოლო პოზიციის დატოვებისთვის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ შეტევა არ განხორციელდება.