აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე სროლა ამჟამადაც გრძელდება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე სროლა ამჟამადაც გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე სროლა ამჟამადაც გრძელდება. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება.

თავდაცვის უწყებამ მანამდეც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ქელბაჯარის რაიონში ერთი აზერბაიჯანელი ოფიცერი დაიღუპა.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარის მხრიდან, აზერბაიჯანელი ოფიცრის დაღუპვის შესახებ ცნობის პარალელურად სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია გაავრცელა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიკის რაიონში აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

დატოვე კომენტარი