სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ინციდენტი დღეს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიკის რაიონში მოხდა.

ერევანში იუწყებიან, რომ მომხდარს წინ უძღოდა სროლა აზერბაიჯანის პოზიციებზე, რაც მათივე მტკიცებით, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის კონფლიქტთან.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათ აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით არ გაუსვრიათ, ვიდრე აზერბაიჯანელებმა არ გაუხსნეს ცეცხლი სომხურ პოზიციებს.