აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანელი სნაიპერის გასროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ცნობები ყალბი და პროვოკაციულია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანელი სნაიპერის გასროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ცნობები ყალბი და პროვოკაციულია

აზერბაიჯანელი სნაიპერის გასროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ცნობები ყალბი და პროვოკაციულია, – ამის შესახებ სააგენტო „რეპორტს“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს,

თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, მათ ქვედანაყოფებს ინფორმაციაში მითითებული მიმართულებით ცეცხლის არ გაუხსნიათ.

„ცოტახნის წინ სომხეთის ოფიციალური და არაოფიციალური წარმომადგენლები გამოვიდნენ დაუსაბუთებელი განცხადებებით, თითქოს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, იწვევენ ტყის ხანძრებს, იპარავენ პირუტყვს, ახდენენ სხვადასხვა სახის ზეწოლას სოფლების მოსახლეობაზე და ა.შ.“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 1982 წელს დაბადებული უმცროსი სერჟანტი აზერბაიჯანელი სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.