სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 1982 წელს დაბადებული უმცროსი სერჟანტი აზერბაიჯანელი სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ერასხის მიმართულებაზე, ნახიჩევანის საზღვარზე მოხდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება და ვითარებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღანელობას ეკისრება.

აზერბაიჯანულ მხარეს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.