აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთმა უარი უნდა თქვას ყალბ საბაბებზე სამმხრივი ვალდებულებების თავის არიდების მიზნით
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთმა უარი უნდა თქვას ყალბ საბაბებზე სამმხრივი ვალდებულებების თავის არიდების მიზნით

სომხეთმა უარი უნდა თქვას ყალბ საბაბებზე სამმხრივ ვალდებულებებზე თავის არიდების მიზნით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 20-თვიანი მოლაპარაკებების იგნორირება, კარგი პოლიტიკა არ არის.

„2020 წლის ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ნაკისრ ვალდებულებებზე თავის არიდების მიზნით, რომელიც მიზნად ისახავს ზანგეზურის დერეფნის გავლით საავტომობილო და სარკინიგზო გზების დაკავშირებას, სომხეთმა უარი უნდა თქვას ცრუ საბაბებზე. კავშირის დასამყარებელი საკონტროლო პუნქტების სამი არარეალური ვარიანტის შეთავაზება, 20-თვიანი მოლაპარაკებების იგნორირება, კარგი პოლიტიკა არ არის“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კავშირისთვის საგუშაგოების გახსნაზე სომხეთი აზერბაიჯანისგან დადებით რეაქციას ელოდება“.