აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – შემდეგ ეტაპზე მოლაპარაკებების იმიტიციას არ დავუშვებთ

17:23, 10.10.2020

შემდეგ ეტაპზე მოლაპარაკებების იმიტიციას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებზეც გააკეთა კომენტარი.

ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, ამ ეტაპზე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ცვლილება არ იგეგმება და აზერბაიჯანი არსებულ შემადგენლობასთან აგრძელებს თანამშრომლობას.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს 12:00 საათიდან შევიდა, თუმცა პარალელურად, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხური მხარის მხრიდან გავრცელდა ურთიერთბრალდებები შეთანხმების დარღვევის შესახებ.

მსგავსი