აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში მიწისძვრით დაშავებულებსა და ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე ინფორმაცია არ შესულა

13:42, 10.08.2019

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიწისძვრის შედეგად დაშავებულებსა და ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე ინფორმაცია არ მიუღია, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

დღეს აზერბაიჯანში ადგილობრივი დროით 11:35 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეპიცენტრი ზაქათალას რაიონის ჩრდილ-დასავლეთიდან 17 კილომეტრის დაშორებით იყო. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა სხვა რაიონებშიც იგრძნობოდა.

სააგენტო „აპას“ ინფორმაციით, მიწისძვრა ორი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და მისი იმძლავრე 4,9 მაგნიტუდა იყო.

ამასთან, საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 30 კმ-ში, თბილისის დროით 11:35 საათზე მოხდა, სიმძლავრე კი, 5.1 მაგნიტუდა იყო.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობდა, მათ შორის დედაქალაქში.

მსგავსი