აზერბაიჯანი - საქართველო მეორე არხზე | ახალგაზრდულ ნაკრებს ლოკომოტიველები დააკლდა
აზერბაიჯანი - საქართველო მეორე არხზე | ახალგაზრდულ ნაკრებს ლოკომოტიველები დააკლდა

დღეს, ბაქოში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის შეხვედრას ჩაატარებს – მეორე ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილები აზერბაიჯანს შეხვდება.

5 სექტემბერს, ჩვენმა ნაკრებმა გორში, ანგარიშით 4:0 დაამარცხა ლიხტენშტაინი, ხოლო აზერბაიჯანელებმა სლოვაკეთს აჯობეს (2:1).

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა „დალღა არენაზე\„. გუნდს ავადმყოფობის გამო ბაქოში ორი ფეხბურთელი, დავით სამურკასოვი და თორნიკე ძებნიაური დააკლდა, დანარჩენები მწყობრში არიან.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა);

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

ევროშესარჩევი ციკლის მატჩი აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 20:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.