ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ წარმოადგინა ფეხბურთელთა ტოპ-ათეული, რომელთა ფასი 2020 წელს ყველაზე მეტად დაეცა.
რეიტინგს სათავეში ჩაუდგა „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი. 29 წლის ბელგიელის ფასი 60 მილიონი ევროთი დაეცა და ახლა, მას 60 მილიონად აფასებენ.
მეორე ადგილზეა „ინტერის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი. მისი ღირებულება 90-დან 35 მილიონამდე (მინუს 55 მილიონი) ჩამოვიდა, სამეულშია „ტოტენჰემის“ შემტევი ნახევარმცველი დელე ალი – 90-დან 38 მილიონამდე (მინუს 52 მილიონი).
ასევე ტოპ-ათეულში მოხვდნენ:
რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 160-დან 110 მილიონამდე (მინუს 50 მლნ)
კეპა არისაბალაგა (ჩელსი) – 60-დან 15 მილიონამდე (მინუს 45 მლნ)
ლიონელ მესი (ბარსელონა) – 140-დან – 100 მილიონამდე (მინუს 40 მლნ)
ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 120-დან 80 მილიონამდე (მინუს 40 მლნ)
ნ’გოლო კანტე (ჩელსი) – 100-დან 60 მილიონამდე (მინუს 40 მლნ)
პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ) – 100-დან 65 მილიონამდე (მინუს 35 მლნ)
ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი, 70-დან 35 მილიონამდე (მინუს 35 მლნ)