საავტომობილო სერია „ნასკარის“ (NASCAR) ვარსკვლავი დეილ ერნჰარდტი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ავიაკატასტროფაში მოხვდა. როგორც ამერიკული პრესაში იწერება, კერძო თვითმფრინავი ტენესის შტატში აეროპორტ ელიზაბეტთაუნში ჩამოვარდა.
საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამედიცინო დახმარება მხოლოდ ერნჰარდტს დასჭირდა – მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. დეილის ოჯახი, მისი ძაღლი და ორი პილოტი არ დაშავებულა.
სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს მონაცემებით, დაშვების შემდეგ, თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და აალდა. დღეისთვის დაწყებულია გამოძიება ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად.
44 წლის ერნჰარდტი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომრბოლია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ორგზის ჩემპიონია NASCAR-ის სერიაში, მოგებული აქვს Daytona 500 და NASCAR Cup-ის სარბოლო სერია.