ნასკარ-ის საავტომობილო სერიის ეტაპზე მოხდა ავარია 16 მანქანის მონაწილეობით [ვიდეო]
ნასკარ-ის საავტომობილო სერიის ეტაპზე მოხდა ავარია 16 მანქანის მონაწილეობით [ვიდეო]

სერიული ავტომობილებით რბოლების ნაციონალური ასოციაციის (NASCAR) ახალი სეზონის პირველ რბოლაში – „დაიტონა 500“-ში დიდი ავარია მოხდა, რომელშიც 16 მანქანა მონაწილეობდა.

ინციდენტს მე-15 წრეზე ჰქონდა ადგილი. ლიდერთა ჯგუფში ორ ავტომობილს შორის კონტაქტი მოხდა, რამაც ერთ-ერთის მოცურება გამოიწვია. ავტომობილების სიმჭიდროვის გამო, ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და, საბოლოოდ, ავარიაში 16 მონაწილე აღმოჩნდა ჩათრეული. ზოგიერთმა რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

მოგვიანებით, ეტაპი საერთოდ გააუქმეს იმის გამო, რომ ოვალურ ტრასას ქარიშხალი უახლოვდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებენ „დაიტონა 500“-ს, რომელიც NASCAR-ის საავტომობილო სერიის ყველაზე პრესტიჟული რბოლაა.