ავთანდილ არაბული - ყველა დარგში ახალი ტერმინებია და ენის აჭრელება–დანაგვიანება ამას უკავშირდება
ავთანდილ არაბული - ყველა დარგში ახალი ტერმინებია და ენის აჭრელება–დანაგვიანება ამას უკავშირდება

ენის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო ენის დამდგენი კომისიის ფუნქციაც უნდა შეითავსოს, – ამის შესახებ მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, პროფესორმა ავთანდილ არაბულმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დარგში ახალი ტერმინებია შემოსული და ენის აჭრელება–დანაგვიანება სწორედ ამას უკავშირდება.

„ენის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1953 წლიდან არსებული და 2004 წელს გაუქმებული სახელმწიფო ენის დამდგენი კომისიის ფუნქციაც უნდა შეითავსოს. ამ კომისიამ უნდა მიიღოს სალიტერატურო ენის ნორმები და განსაზღვროს ტერმინოლოგიური სტანდარტები, რაც დღეს განსაკუთრებული პრობლემაა“, – განაცხადა ავთანდილ არაბულმა.