ავსტრიის ქალაქ ლინცში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

13:23, 10.10.2019

ავსტრიის ქალაქ ლინცში, აეროპორტის სიახლოვეს ძლიერი აფეთქება მოხდა.

შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ ენერგოკომპანიაში მოხდა. თუმცა, გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟები.

მსგავსი