ავსტრალიის ღიას დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბასილაშვილი 22-ე ჩოგანი იქნება
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლაივრეიტინგში ერთი საფეხურით უკან გადაინაცვლა და ის ახლა 22-ე ადგილზეა. მას ფრანგმა ლუკ პუიემ გადაასწრო, რომელმაც მეოთხედფინალში კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა და 710 სარეიტინგო ქულა აიღო.
ფრანგმა 14 საფეხურით წინ გადაინაცვლა და ამჟამად მსოფლიოს მე-17 ჩოგანია. ჩვენი თანამემამულე კი ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, ATP-ის რეიტინგში 22-ე ადგილზე იქნება.
შეგახსენებთ,რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ტურნირზე (3-10თებერვალი) ითამაშებს, სადაც სავარაუდოდ, მეხუთე ნომრად იქნება განთესილი.