ავსტრალიის ღიას დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბასილაშვილი 22-ე ჩოგანი იქნება

17:09, 23.01.2019
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 18: Nikoloz Basilashvili of Georgia in action against Stefanos Tsitsipas of Greece during their during Australian Open 2019 Men's Singles match in Melbourne, Australia on January 18, 2019.  (Photo by Recep Sakar/Anadolu Agency/Getty Images)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლაივრეიტინგში ერთი საფეხურით უკან გადაინაცვლა და ის ახლა 22-ე ადგილზეა. მას ფრანგმა ლუკ პუიემ გადაასწრო, რომელმაც მეოთხედფინალში კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა და 710 სარეიტინგო ქულა აიღო.

ფრანგმა 14 საფეხურით წინ გადაინაცვლა და ამჟამად მსოფლიოს მე-17 ჩოგანია. ჩვენი თანამემამულე კი ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, ATP-ის რეიტინგში 22-ე ადგილზე იქნება.

შეგახსენებთ,რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ტურნირზე (3-10თებერვალი) ითამაშებს, სადაც სავარაუდოდ, მეხუთე ნომრად იქნება განთესილი.

მსგავსი